სამეცნიერო -საწარმოო კომპანია "სოვბი"

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ''სოვბი" დაარსებულია ქ. თბილისში, 1987 წელს. შ.პ.ს. ''სოვბი" წლების განმავლობაში დაკავებული იყო გაზის მეურნეობის სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ხელსაწყოების დაპროექტებითა და შემდგომ მათი გამოშვებით.
მის მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ აღიარება და გამოყენება ჰპოვა არა მარტო საქართველოში, არამედ ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებშიც (რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, თურქმენეთი და სომხეთი).

1996 წელს, ხოლო შემდგომ 2003 წელს ხელმეორე რეგისტრაციის დროს, ჩამოყალიბდა, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება `სამეცნიერო საწარმოო კომპანია ''სოვბი", რომელიც ხარისხზე ორიენტირებული საინჟინრო კვლევა-ძიებითი, სამეცნიერო, საპროექტო და პროდუქციის გამომშვები ორგანიზაციაა. იგი თავის სტრუქტურაში ძირითადად მოიცავს ისეთ განყოფილებებს როგორიცაა: სისტემების იდენტიფიკაციის და მართვის პრობლემების ლაბორატორია, საკონსტრუქტორო განყოფილება, სამეცნიერო-საპროექტო განყოფილება, მილსადენების დეფექტოსკოპიის და იზოლაციის ლაბორატორია, საცდელი წარმოება, მარკეტინგის, სპეციალური განყოფილება, სამშენებლო-სატრანსპორტო და სხვა.
კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამეცნიერო, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით და მუშებით, რომელთაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ მიღებული როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის დროს (ირანის შირვან-მეშხედის, ყაზახი-საგურამოს, ვლადიკავკაზი-თბილისის, საგურამო-გორის, ასპინძა-ახალციხის, გარდაბანი-თბილისის, სამტრედია-სუფსის, ВР-ის, ბაქო-ჯეიჰანის, მილენიუმის (ემ-სი-ჯი), სუფსის ტერმინალის და სხვ.).
შესრულებული აქვს როგორ სახელმწიფო, ისე კერძო ადგილობრივი და უცხოური კომპანიების სამუშაოები. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:
─ მართვის ობიექტების მათემატიკური აღწერილობა და მოდელების შექმნა;
─ საინჟინრო-საძიებო, მათ შორის გეოლოგიური და ჰიდროლოგიური სამუშაოების შესრულება;
─ საყოფაცხოვრებო, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაპროექტება;
─ გაზსადენების, ნავთობსადენების და წყალსამეურნეო საინჟინრო სისტემების და ქსელების დაპროექტება და მშენებლობა;
─ მაღალი, საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენების, ნავთობსადენების და წყალსადენების მილების შედუღებული პირაპირების ურღვევი კონტროლი და ტექნიკური დიაგნოსტიკა;
─ ავტო-გაზგასამართი სადგურების და მათი გაზმომარაგების ქსელების დაპროექტება და მშენებლობა;
─ გაზის მეურნეობის ექსპლუატაცია, სხვადასხვა სიმძლავრის ავტომატური გაზგამანაწილებელი სადგურების, კარადების, რეგულატორების, ოდორიზატორების და ფილტრების დაპროექტება, დამზადება და დანერგვა, სერ¬ვისული მომსახურება.
─ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები საყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის გამათბობელის სერიული გამოშვებისათვის.
კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ულტრაბგერითი და რენტგენის აპარატებით, თეოდოლიტით, ნიველირით და სხვა დამხმარე მოწყობილობებით. კომპანია თავის საქმიანობას აწარმოებს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ 18.06.2007 წ. გაცემული უვადო ნებართვით № 06/184 და მეწარმე სუბიექტის სტანდარტით. მსტ 20783990-001-05 გაცემული 2005 წლის 20 ივლისს საქართველოს რესპუბლიკის სტანდარტიზაციის, მეტ¬რო¬ლოგიის და სერტიფიკაციის დეპარტამენტის მიერ.
კომპანია `სოვბის" მნიშვნელოვან ღირსებად მიაჩნია მისი განსა-კუთრებული უნარი შემოქმდებითად ითანამშრომლოს წამყვან საინჟინრო ფირმებთან და კომპანიებთან, რის გამოც შესწევს უნარი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე შეასრულოს საკვლევ-საძიებო და საპროექტო სამუშაოები გაზსადენებზე, ნავთობსადენებზე, წყალსადენებზე და სხვა საინჟინრო ობიექტებზე.