წამყვანი ორგანიზაცია არამრღვევი კონტროლისა და ტექნიკური დიაგნოსტიკის სფეროში

სამეცნიერო-საწარმოო კომპანია `სოვბი" ხარისხზე ორიენტირებულ საინჟინრო, სამეცნიერო, კვლევითი, საპროექტო და პროდუქციის მწარმოებელი ორგანიზაციაა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. ესაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება,რომელიც დაარსდა 1987 წელს, ქალაქ თბილისში.
მათ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ მიღებული, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის დროს.
კომპანია `სოვბი" არის წამყვანი ორგანიზაცია არამრღვევი კონტროლისა და ტექნიკური დიაგნოსტიკის სფეროში.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:
  • მაღალი, საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენების, ნავთობსადენების, წყალსადენების მილების, ლითონკონსტრუქციებისა და სხვა შედუღებული პირაპირების არამრღვევი კონტროლი და ტექნიკური დიაგნოსტიკა;
  • ავტო-გაზგასამართი სადგურების და მათი გაზმომარაგების ქსელების დაპროექტება და მშენებლობა;
  • ავტომატური გაზგამანაწილებელი სადგურების (აგგს), რეგულატორების, ფილტრების და ოდორიზატორების დაპროექტება, დამზადება და დანერგვა, სერვისული მომსახურება;
  • გაზსადენების, ნავთობსადენების და წყალსამეურნეო საინჟინრო სისტემების და ქსელების დაპროექტება და მშენებლობა;
  • მართვის საინფორმაციო სადისპეჩერო სისტემების, ტექნოლოგიური პროცესების მართვის ავტომატიზებული სისტემების პროექტირება, დამზადება, კომპლექტაცია და დანერგვა;
  • მართვის ობიექტების მათემატიკური აღწერილობა და მოდელების შექმნა;
  • საყოფაცხოვრებო, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა
  • წნევის რეგულატორი RDS ტიპის
28.09.2016

საკონტაქტო ინფორმაცია

მაჩაბელის 1/6 (ლეონიძის 6)
(032) 2 999 614
(+995) 599 104 147
info@sovbi.ge
(+995) 571 20 61 73 sovbi@rambler.ru sovbi777@gmail.com